logo
ENG

ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

29 ნოე 202114:48
3 წუთის საკითხავი
clock 4866

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ მას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ადვოკატების განმარტებით, მოსამართლემ თქვა, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს და შესაბამისად, პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის.

მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა ზვიადაურთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელსაც გამოძიება მკვლელობის დროს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

ზვიადაურის დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 აგვისტოს გავრცელდა. სოფელ წინანდალთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა 3 და დაიჭრა 2 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 


close დახურვა