ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ქვეყანა განაგრძობს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.
ამის შესახებ State Dep-ის განცხადებაში წერია, რომელიც NATO-ს მინისტერიალის წინ გამოქვეყნდა.
"ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძნობს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დეკლარირებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამები (ANP) დეტალურად აღწერს მათ გზას წევრობისკენ.
საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის" (EOP) წევრები, რაც ამაღლებს მათ თავსებადობასა და სასწავლო შესაძლებლობებს ნატოს მოკავშირეებთან". - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
NATO-ს მინისტერიალი 30 ნოემბერს და 1-ლ დეკემბერს რიგაში გაიმართება.