logo
ENG



ბესიკ თამლიანს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან

30 ნოე 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock 1372

აქტივისტ ბესიკ თამლიანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობას ედავება. მას 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ბესიკ თამლიანისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ. იგი 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. მას პოლიციელები დაკავების დროს, სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდენენ.

თამლიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, იგი უხეში ფორმით დააკავეს.

"გარეგანი დათვალიერებით არ აღენიშნება, თუმცა ამბობს, რომ აქვს გვერდების ტკივილი. დავნიშნავთ ალტერნატიულ ექსპერტიზას და გავარკვევთ. 

ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც ითვალისწინებს 2-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ეს ყოვლად მიუღებელია რადგან პიროვნება მისული იყო კონსტიტუციით მინიჭებული პროტესტის გამოსახატად და ასე დაუდევრად მოექცნენ", - ამბობს ადვოკატი. 

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად გამართულ აქციაზე, ბესიკ თამლიანი მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე დროშით იდგა და პროტესტს გამოხატავდა, რის შემდეგაც, სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს.


close დახურვა