logo
ENG


სააკაშვილი: ბევრი შეცდომა მაქვს, პირველ რიგში ეს სასამართლო
  • 3092ნახვები

როცა ვყვები ჩვენს წარმატებებზე, უნდა ვთქვა გვქონდა თუ არა შეცდომები? საკმარისზე მეტი...ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. კარგად მახსოვს ჩემი საუბრები მაგალითად ნიკა რურუასთან 2011 წელს, როცა ნიკა მეუბნებოდა, რომ არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და თუ არ ვუზრუნველყავით და ადამიანს თუ არ ექნება განცდა, რომ სამართალს იპოვის, იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესი არის და გამართლდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. ის შეცდომა, რომ ჩვენ მაგალითად ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო შეეხო ძალიან ბევრ ჩვენ თანამემამულეს და ახლა მეხება მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც სხვა ყველა შეცდომა, რომელიც შეგეხოთ, ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ.

განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა