logo
ENG


სააკაშვილი: რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა, მე დღეს ცოცხალი არ ვიდგებოდი თქვენ წინაშე
  • 1472ნახვები

რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს ცოცხალი არ ვიდგებოდი თქვენ წინაშე. პრაქტიკულად, მან ცენტრ ემპათიასთან ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიასი და უამრავი სხვა მოშიმშილის, რომლების დიდი მადლობელი ვარ. 

ასევე, მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ეწყობოდა ჩემს გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს უნდოდა ალბათ მომწყობს, რომ ერთი მხრივ, მე მოვეკალი და მეორე მხრივ, გაენეიტრალებინა ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, ასევე, ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც თავშეკავებით, მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს.

თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. დღეს სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს, მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო სხდომას პირველად ესწრება.



ასევე ნახეთ
close დახურვა