logo
ENG



ოცნების წევრი ალუდა ღუდუშაური იან კელის ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულს უწოდებს

06 დეკ 202115:09
3 წუთის საკითხავი
clock 1382
2021/12/06/w7ubcp49xg8mk62.png

ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს იან კელის ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულს უწოდებს.

ღუდუშაურს იან კელის განცხადებები არ მოსწონს.

"იან კელი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია, მოიაზრება ან აფილირებული არის ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფთან ან მათ ინტერესებთან, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ უხერხულობას უნდა იწვევდეს, იმიტომ, რომ როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, როდესაც საუბარია თანმდიდევრულ, სამართლიან ნაბიჯებზე, უხერხულია ამის საპირისპიროდ გვესმოდეს ასეთი განცხადებები", - თქვა ღუდუშაურმა.

იან კელი გუშინ, 5 ნოემბერს Twitter-ზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას თქვა, რომ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის. ამის საპასუხოდ დეგნანმა განაცხადა, რომ მასაც აქვს განათლება და გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.

იან კელიმ კი კობახიძეს მიმართა: "შეეშვი კელი დეგნანის კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შელახვას. ამ ბრძოლას ყოველთვის წააგებ".


close დახურვა