logo
ENG



საქართველოში ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა

07 დეკ 202113:57
3 წუთის საკითხავი
clock 896
საქართველოში ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა.

უწყების ცნობით, ფაიზერის ბუსტერდოზის გაკეთება შესაძლებელია ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

სინოვაკითა და სინოფარმით აცრილთათვის კი ბუსტერდოზა შესაძლებელია გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა  ვაქცინა.

საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მთავრობის პროგრამით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქე, 31 დეკემბრამდე კორონავირუსზე პირველი დოზით აცრის შემთხვვაში ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. 

12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ​4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 59 ადამიანი.


close დახურვა