logo
ENG



კუჭავა ოლსონის განცხადებაზე: უფლება აქვთ მსგავსი წუხილები გამოთქვან

10 დეკ 202111:17
3 წუთის საკითხავი
 
კუჭავა ოლსონის განცხადებაზე: უფლება აქვთ მსგავსი წუხილები გამოთქვან
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის თავმდჯომარე კახა კუჭავა ერიკა ოლსონის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ აშშ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მათ აქვთ უფლება მსგავსი წუხილი გამოთქვან. 

როგორც კუჭავა აღნიშნავს, ოლსონის კრიტიკული განცხადება ეხებოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პოზიციებს, რომელიც მისივე თქმით, "ადრეც მოგვისმენია". 

"ერიკა ოლსონის განცხადებას თუ მოუსმენდით არა მხოლოდ ამ მონაკვეთში, ძალიან ბევრი პოზიტიური და მნიშვნელოვანი მესიჯი იქნა გაზიარებული ორ ქვეყანას ურთიერთობებს შორის. რა თქმა უნდა, იყო წუხილებიც, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პოზიციებს, რომელიც ადრეც მოგვისმენია.

ძალიან მნიშვნელოვანია და იქვე, მისი მხრიდან იქნა აღნიშნული, რომ მეგობრები ვართ და სტრატეგიული პარტნიორები. ამიტომ, აქვთ მათ უფლება მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებ", - ამბობს კუჭავა. 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა:

"ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები".


close დახურვა