logo
ENG



ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროში დარჩება

10 დეკ 202114:35
3 წუთის საკითხავი
 
ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროში დარჩება
საქართველოს მთავრობა

ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროში დარჩება. ეს მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა წლის ბოლომდე ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

"წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, რათა ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს და გარდამავალი პერიოდიც უნდა იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ისე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას", - თქვა გაბუნიამ.

9 დეკემბერს ეკატერინე ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. მან მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

რამდენიმე კვირაა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრსა და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს შორის, შიდა დაპირისპირება არსებობს. მათ შორის, კოვიდრეგულაციებთან და უვადო მწვანე სტატუსთან დაკავშირებით. 


close დახურვა