logo
ENG



დეკანოიძე: არ ვიცი თუ გულწრფელია ზურაბიშვილის სიტყვა შერიგებაზე, ვისურვებდი შეასრულოს როლი

11 დეკ 202101:11
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე: არ ვიცი თუ გულწრფელია ზურაბიშვილის სიტყვა შერიგებაზე, ვისურვებდი შეასრულოს როლი
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის დემოკრატიის სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ზურაბიშვილი წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად, ამბობს რომ არ იცის რამდენად გულწრფელია პრეზიდენტის სიტყვები.

ხატია დეკანოიძე წერს, რომ ისურვებდა ზურაბიშვილს შეესრულებინა ისტორიული როლი კონსოლიდაციისთვის, რაზეც, დეკანოიძის თქმით, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაა დამოკიდებული.

"არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციზე, მაგრამ გულწრფელად ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი შეასრულოს.

ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა:

- ფიქრი და ქმედება მართმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება;

- მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე;

- გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი.

ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას." - წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქზე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არყევს დემოკრატიის ორი საყრდენის - არჩევნებისა და მედია საშუალებების მიმართ ნდობას.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა ელენე ხოშტარიაც და თქვა, რომ მზადაა ჩაერთოს პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში.

 

close დახურვა