logo
ENG



"თქვენ ჭამეთ ცეცხლი" - მოძრაობა საქართველოსთვის წინანდალში ოცნების ქეიფს აპროტესტებს

12 დეკ 202113:58
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა საქართველოსთვის წინანდალში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროსთან, სადაც ოცნების წევრები მეორე დღეა იმყოფებიან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების თქმით, ოცნებამ ამ შეხვედრისთვის და ქეიფისთვის ბიუჯეტიდან 1 ღამეში 500 000 ლარი დახარჯა.

"ქვეყანაში სადაც 70 000 ბავშვი შიმშილობს და შეიძლება დღე ისე გაატაროს, რომ საჭმელი არ ჭამოს, თავიანთივე მონაცემებით, ესენი აქ მართავენ ნახევარ მილიონიან ვახშამს, ეს არის სირცხვილი და კატასტროფა, როცა გაზულუქებული ჩინოვნიკი აქ დღეს ხიზილალას მიირთმევს და ბავშვი იძინებს მშიერი" - ამბობს აქციის მონაწილე კახა კვეკვესკირი. 

ქართული ოცნების წარმომადგენლებს სასტუმროს დატოვება შეძახილების ფონზე მოუწიათ - "ღორებო" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

გუშინ მმართველი გუნდის, საკრებულოების და პარლამენტის უმრავლესობის წევრები პანდემიის ფონზე წინანდალში, ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში შეიკრიბნენ, შეხვედრები გამართეს და იქეიფეს.ფორმულას ინფორმაციით, შეკრებილი იყო დაახლოებით 400 ადამიანი.


close დახურვა