ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრა გამართა. მანამდე მიშელი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს ცალ-ცალკე შეხვდა. მოლაპარაკებები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე შედგა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პირისპირ შეხვედრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების, დელიმიტაცია, დემარკაციის საკითხები და ჰუმანიტარული სფერო მომოიხილა.
ნიკოლ ფაშინიანი და შარლ მიშელი ცალკე შეხვედრის დროს დაგეგმილ სამმხრივ მოლაპარაკებებს შეეხვნენ და დიალოგის გაგრძელებისა და განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მათ ნაყოფიერი მოლაპარაკებების იმედი გამოთქვეს, რაც ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და პრობლემების მოგვარებას.