logo
ENG



გამყრელიძის თქმით, ომიკრონის 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

17 დეკ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძის თქმით, ომიკრონის 10-ზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, NCDC კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ათზე მეტ საეჭვო შემთხვევას იკვლევს. 

გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ლაბორატორიულად არაა ომიკრონის შტამი დადასტურებული, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში უკვე ცირკულირებდეს.

"დაახლოებით 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევაა კვლევაში. შემთხვევები იყო იმ ჩვენ პროტოკოლით, რაც შევიმუშავეთ. ეს საეჭვო შემთხვევები სხვადასხვა ლაბორატორიებიდან მოდის. იქ არის ინდიკატორები, როდის უნდა გამოგზავნონ... დღეს, თქვენ რომ გელაპარაკებით, შემიძლია ვთქვა ნამდვილად, რომ ამ საათისთვის ლაბორატორიულად არ გვაქვს დადასტურებული ომიკრონის შემთხვევა, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ იყოს და ცირკულირებდეს ქვეყანაში", - ამბობს გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.

ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.


close დახურვა