logo
ENG



ღარიბაშვილმა თბილისში სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან დახურული შეხვედრა გამართა

20 დეკ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock 948

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

სომხეთის მთავრობის გავრეცელებული ინფორმაციით, პრემიერმინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რაც ორმხრივი ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

სომხეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გამოხატეს ნდობა, რომ ორივე ქვეყანა ძალისხმევას არ დაიშურებს ეკონომიკური გაძლიერების მისაღწევად. პრემიერმინისტრებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის განვითარების თავიანთ ხედვასა და სხვა საერთო ინტერესის საკითხებზე.

დახურული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელშიც საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


close დახურვა