logo
ENG



იორმუღანლოში 14 წლის გოგოს გატაცების საქმეზე გამოძიება დაიწყო, ჩართულია სოცმუშაკი

23 დეკ 202118:52
3 წუთის საკითხავი
clock 943
იორმუღანლოში 14 წლის გოგოს გატაცების საქმეზე გამოძიება დაიწყო, ჩართულია სოცმუშაკი

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 14 წლის გოგოს გატაცების საქმეზე გამოძიება სსკ-ს 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შსს-ს განცხადებით, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, სოციალური მუშაკი. 

ფორმულას ინფორმაციით, 14 წლის გოგო 23 დღეა მეზობელ სოფელში, გამტაცებელი კაცის ბებიასთანაა. 

გოგოს ბებია და მამიდა ყვებიან, რომ ბავშვს სამი წლის განმავლობაში ემუქრებოდნენ გატაცებით და 11 წლის ასაკში იძულებით დანიშნეს. მათივე ინფორმაციით, გოგო ხუთმა პირმა გაიტაცა. 

ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახისგან განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს:

"ვრეკავთ შსს-ში და გვეუბნებიან, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა და პრობლემა არ არსებობს. თუმცა, აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას ვიღებთ სოფელში: ნასამართლევი საქმრო დაკავებული არ არის, გოგონა საქმროს ბებიასთანაა, სადაც ეს კაცი აკითხავს; ამბობენ, რომ მოლამ ჯვარიც დასწერაო.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გოგონა არ არის საკუთარ ოჯახში. მორიგი ადრეული ქორწინების მიჩუმათება ხდება იორმუღანლოში სწორედაც, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით და დუმილით", - ყვება ბაია პატარაია. 

 


close დახურვა