logo
ENG



"ამოვწურე უბრალოდ თავი" - აბაშის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე გადადგა

24 დეკ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock 3032

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან მაკალათიამ თანამდებობა დატოვა. მაკალათია ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად  მიიღო და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ქართული ოცნების წევრი ლევან მაკალათია თავმჯდომარედ 3 დეკემბერს აირჩიეს და ამ თანამდებობაზე სამი კვირა იმუშავა. 

"მიზეზი არაფერი, ამოვწურე უბრალოდ თავი, აბაშაში მუშაობა. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი, დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, "დავალაგეთ" საკრებულო, ავირჩიეთ კომისიები, მივიღეთ ბიუჯეტი და წამოვედი თანამდებობიდან", - ამბობს მაკალათია.

როგორც მან განმარტა, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობებს პირველი მოადგილე შეასრულეს.


close დახურვა