logo
ENG



მრევლმა უბისის ტაძრის კარი აჭედა, ისინი ითხოვენ, 2-მა ახალმა ბერმა მონასტერი დატოვოს

26 დეკ 202111:28
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ეკა ფხაკაძე/ფორმულა

მრევლმა უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კარი ​აჭედა

ისინი ითხოვენ, მონასტერს განარიდონ მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკის მიერ ტაძარში მოვლენილი 2 ბერი. 

მრევლის განცხადებით, ბერები საეჭვო რეპუტაციისანი არიან, ეპისკოპოსმა კი ისინი ნაჩქარევად აკურთხა. 

აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ სწორედ ამ ორი ბერის საეჭვო რეპუტაციის გამო ტაძრიდან წავიდა არქიმანდრიტი მაკარი გოცაძე. 

მრევლი საპატრიარქოს კომისიის ჩართულობას ითხოვს, ამასთან, ამბობს, რომ უბისის მონასტერში წირვა არ ჩატარდება მანამ, სანამ ახალი ბერები მას არ დატოვებენ. 

"2014 წლიდან, როცა ცრუ ეპისკოპოსი მელქისედეკი მოევლინა ჩვენს ეპარქიას, უამრავი დარღვევის გამოვლენის შემდეგ მრევლმა არაერთი საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ. ეს ყველაფერი გადაჩრდილა სოდომის ცოდვაში მხილებული კანდიდატების აღზევებამ და ხელდასხმამ. ვითხოვთ საპატრიარქოს კომისიის ჩართვას". - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ეპისკოპოსმა მელქისედეკმა პროტესტს მართული უწოდა, ბრალდებას კი - უსაფუძვლო. 

"წირვა ჩატარდა, წირვა არ შეწყდება უბისაში. ის, რომ მე მათ არ ვესაუბრები, არის სიცრუე. მე გასულ კვირას დავიბარე ყველა, ვისაც ჩემთან შეხვედრა უნდოდა. ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მე ვარ მომხრე, კომისია შედგეს და ვინც არის დამნაშავე და დასასჯელი, დაისაჯოს". - უთხრა ფორმულას ეპისკოპოსმა


close დახურვა