რუსულმა "Метровагонмаш"-მა EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა.
რუსული Tass-ის ინფორმაციით, ტენდერის ფარგლებში "Метровагонмаш"-ი თბილისის მეტროპოლიტენს 44 ვაგონს გადასცემს. მათი საერთო ღირებულება 50 მილიონი ევროა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ფორმულა თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც ტენდერში რუსული კომპანიის გამარჯვება დაგვიდასტურეს.
"EBRD-ის დაფინანსებით და მათივე წესებით გამოცხადებულ 2-ეტაპიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს მეტროვაგონმაში. ვაგონების ეტაპობრივი მოწოდება დაგეგმილია მომავალი (2022) წლიდან და უნდა დასრულდეს 36 თვის განმავლობაში", - ამბობენ მერიაში.
ამასთან, 2022 წელს ევროპული ბანკის დახმარებით მერია 10 მეტროსადგურის განახლებას აპირებს, მათ შორის ვარკეთილის სადგურის.