logo
ENG



ომიკრონი - მომატებული საფრთხე ბავშვებისთვის?

05 იან 202220:58
3 წუთის საკითხავი
 

უტევს თუ არა ომიკრონი ჩვილებს - ბოლო დღეებში, როცა ახალმა შტამმა ძალები მოიკრიბა, გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი მოზარდებშიც. გარდაცვლილი ორი ჩვილის შტამი დადგენილია, 4 და ერთი თვის ბავშვები დელტამ იმსხვერპლა. პედიატრიულ კლინიკებში ნაკადის ზრდას ელოდებიან, მატება კი სწავლის განახლების პერიოდს უკავშირდება. დაიკეტება თუ არა სკოლები - ახლა სტატისტიკაზეა დამოკიდებული. პედიატრები მშობლებს პირდაპირ სთხოვენ, რომ აიცრან, ეს ბავშვების დაცვის ერთ-ერთი გზაა.


close დახურვა