logo
ENG



ხერხეულიძე: გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია

07 იან 202200:55
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, გენერალი იგი კალანდაძე თავისუფალია. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ბერლინში 19 დეკემბერს დააკავეს. კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა. 

დაკავებიდან მეორე დღეს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს.

საგამოძიებო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კალანდაძე პასუხისგებაში მიცემულია თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და წამებისთვის, რაც მიზნად ე.კ.-სგან ტერორისტული აქტის აღიარებას ისახავდა.


close დახურვა