logo
ENG



UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

07 იან 202211:28
3 წუთის საკითხავი
clock 2004

UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზეა ასახული. მკვლელობის თარიღად 5 ივლისია მითითებული. 

ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ერთ-ერთი იყო იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელთაც თბილისის პრაიდის ჩატარების დღეს თავს დაესხნენ.

ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

"მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოიძიოს გამჭვირვალედ და სრულყოფილად ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ფაქტი. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი მოვალეობის შესრულება ისე, რომ არ ეშინოდეთ ძალადობის. ეს მოვლენები ქმნის სხვა ჟურნალისტებისთვის შემზარავი მესიჯის გაგზავნის საფრთხეს და არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი", - აცხადებს UNESCO-ს ხელმძღვანელი, ოდრი აზულაი ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შესახებ.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რადგან კონტრაქციაზე ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოება. 

ოპერატორის ცემის საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესიც ამ დრომდე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მხრივ ცდილობდა განევითარებინა ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა. თუმცა ამ დრომდე ექსპერტიზის დასკვნა მზად არაა. 


close დახურვა