logo
ENG



საგარეჯოში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა

09 იან 202213:01
3 წუთის საკითხავი
clock 1696
საგარეჯოში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა

საგარეჯოში შობის ღამეს პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ორი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ნაცემია ორი პოლიციელი. 

როგორც ცნობილია, ადგილობრივები ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს ქალაქში საახალწლო ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ. 

ღონისძიების მიმდინარეობისას ისინი სცენაზე ავიდნენ და კონცერტი გაუქმებას ითხოვდნენ, რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"საქართველოს სადარაჯოზე ომარ ხუბულური იდგა, სამჯერ ავღანეთში მყოფი, გარდაიცვალა ტრაგიკულად და დღეს აქ კონცერტი გამართეთ. მთავრობას ეს არ უნდა გაეკეთებინა, ეს ნაძვის ხეც უნდა მოეშალა",  - თქვა ადგილობრივმა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს. (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ).


close დახურვა