ნაციონალურ მოძრაობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ლიდერები თანამდებობებზე სხვადასხვანაირად გადანაწილდნენ. ამასთან, პარტიის თავმჯდომარედ უცვლელად ნიკა მელია რჩება.
პარტიის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება, ხოლო მისი მოადგილის თანამდებობას აკაკი მინაშვილი დაიკავებს.
ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას ზაალ უდუმაშვილი იკავებდა. გენერალური მდივნის პოსტზე პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.
მანამდე ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ფორმულამ გაავრცელა.