logo
ENG

პაპუაშვილი ბადრი ჯაფარიძის მანდატზე: განაჩენი მძიმეა და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა

14 იან 202217:18
3 წუთის საკითხავი
clock 714
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი იმსჯელებს ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე, რადგან "განაჩენი მძიმეა". 

"განაჩენი, რაც ჩვენ მოვისმინეთ მძიმეა, ამით დადასტურდა დანაშაულის არსებობა. ეს არის მძიმე და ამაზე საჭიროა პასუხის გაცემა. რაც შეეხება პროცედურებს პარლამენტში, კანონმდებლობის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტმა უნდა იმსჯელოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

საპროცედურო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნიდან გამომდინარე პარლამენტი იმსჯელებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

***

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მათ არ დააპატიმრებენ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.

 


close დახურვა