logo
ENG



ბათუმის კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა, ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

15 იან 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock 619

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ოჯახი ექიმებს გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს.

24 წლის მშობიარე კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, დღეს კი ექიმებმა ოჯახს განუცხადეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მომხდარზე, დაწყებულია შიდა მოკვლევა.

"მის ექიმს ჩავაბარეთ სამის ნახევარზე. გაუკეთდა გაუტკივარება, გადის დრო და ათის ნახევარზე ბავშვი მირეკავს, მამიდა, ვიმშობიარეო, მაგრამ ბავშვი წაიყვანეს და არ ვიცი რატოო. გადის დრო, ვითხოვთ ექიმს, არავინ არ ჩანს. შემდეგ როცა მოვედი, ექიმები დამხვდნენ და მითხრეს, რომ გამოსვლის დროს ბავშვი დამძიმდა", - ყვება ქალის ახლობელი.


close დახურვა