logo
ENG

ლაგოდეხში კაცი ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

16 იან 202213:56
3 წუთის საკითხავი
clock 5774

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში 38 წლამდე კაცი ყოფილი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

თავდაპირველად მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ცხედარზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ პოლიციამ მისი ყოფილი ქმარი დააკავა.

არსებული ინფორმაციით, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. მას 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა