logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021-ში მიკროფონი არც ჩაურთავს

19 იან 202218:24
3 წუთის საკითხავი
clock 1714
ფლანგვის დეტექტორი: ოცნების 13 მილიონერი დეპუტატიდან 4-ს 2021-ში მიკროფონი არც ჩაურთავს
ვახო ქარელი/ფორმულა

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს შორის 13 მილიონერია, გასულ 2021 წელს კი მათგან 4-ს მიკროფონი არც ჩაურთავს. 

2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს.

თუმცა 2021 წელს მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია.

პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4 624 - 6 740 ლარია.

2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად დაახლოებით 187 მილიონი ლარი გამოიყო, რისი 53% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.

მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

  • ვასილ ჩიგოგიძე - 0
  • ირაკლი ხახუბია - 0
  • ვიქტორ ჯაფარიძე - 0
  • ელგუჯა გოცირიძე - 0
  • ისკო დასენი - 2
  • გოჩა ენუქიძე - 2
  • ზაალ დუგლაძე - 3
  • პაატა კვიჟინაძე - 7
  • ანტონ ობოლაშვილი - 8
  • გიორგი ამილახვარი -16 
  • თამარ ტალიაშვილი - 26
  • ბექა ოდიშარია - 27
  • ნინო წილოსანი - 116

მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც 2021 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი, ასეთია:

  • ელგუჯა გოცირიძე;
  • ედიშერ თოლორაია;
  • სუმბატ კიურეღიანი
  • სამველ მანუკიანი
  • ზაალ მიქელაძე;
  • დიმიტრი სამხარაძე; 
  • ლევან ქარუმიძე;
  • გოდერძი ჩანქსელიანი;
  • ვასილ ჩიგოგიძე;
  • ირაკლი ხახუბია;
  • ვიქტორ ჯაფარიძე. 

close დახურვა