logo
ENG



დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წევრმა ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადა

19 იან 202219:28
3 წუთის საკითხავი
clock 525
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წევრმა ბორის ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წევრმა პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს წერილობით უნდობლობა უკვე გამოუცხადა. მისი პრემიერმინისტრობის გარშემო კითხვები  დაუნინგის ქუჩაზე ლოკდაუნისას გამართული წვეულებების რიცხვთან ერთად მატულობს.

BBC-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პარლამენტარი აცხადებს, რომ პარლამენტში კონსერვატიული პარტიის 20 ახალი წევრისგან შემდგარი ჯგუფის დაახლოებით ნახევარმა პრემიერისადმი უნდობლობის წერილი ოთხშაბათს დილით ჩააბარა.

იმ შემთხვევაში თუ კონსერვატიული პარტიის 54 პარლამენტარი მსგავს წერილს ჩააბარებს, პრემიერმინისტრის პოზიცია ეჭვქვეშ დადგება.

ამ დროისთვის ოფიციალური წყაროების მიხედვით ცნობილია რომ 7-მა პარლამენტარმა შედგინა მსგავსი წერილი. თუმცა ზუსტი რიცხვი მხოლოდ კონსერვატიული პარტიის წევრმა, გრეიემ ბრეიდიმ იცის.

ამ დროისთვის პარლამენტის ექვსმა კონსერვატორმა წევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ პრემიერისადმი უნდობლობის წერილი შეადგინეს. მეშვიდე პარლამენტარზე, ბერი საუზზე ინფორმაცია კი BBC-მ მოიპოვა.

მეორე მხრივ, თავდაცვის მინისტრი ჯეიმს ჰიპი თავის კოლეგებს მოუწოდებს, რომ საკითხს ცივი გონებით შეხედონ, რადგან ახლა ქვეყანაში ლიდერის შეცვლისთვის სწორი დრო არაა.

ასევე აღსანიშნავია, რომ კონსერვატიული პარტიის არაერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი დაელოდებიან დაუნინგის ქუჩაზე გამართული წვეულებების შესახებ ანგარიშს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

***

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონმა 12 იანვარს ბოდიში მოიხადა 2020 წლის მაისში დაუნინგის ქუჩაზე, პრემიერმინისტრის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მაშინ, როცა ბრიტანელებს კორონავირუსის შეზღუდვების გამო შეკრება ეკრძალებოდათ.

ჯონსონმა ამ თემაზე კომენტარი რამდენიმე დღიანი კრიტიკის შემდეგ გააკეთა. ორშაბათს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონსონის პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა დაუნინგის ქუჩის 10 ნომერში სოციალური დისტანციის დაცვით 20 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე პერსონალის 100 წევრს მოწვევა გაუგზავნა.

ჯონსონმა თქვა, რომ ვიდრე პრემიერ მინისტრისთვის განკუთვნილ სახლში შევიდოდა, გარეთ არსებულ შეკრებას 25 წუთით დაესწრო. მან განაცხადა, რომ ეგონა ეს სამსახურთან დაკავშირებული შემთხვევა იყო, თუმცა აღიარებს, რომ წინდაუხედავად მოიქცა.

14 იანვარს კი გამოცემა ტელეგრაფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის ადმინისტრაციის წევრებმა პრინცი ფილიპის დაკრძალვის წინა ღამით, 2021 წლის 16 აპრილს, როცა კორონავირუსის შეზღუდვების გამო შენობაში და გარეთ შეკრება იკრძალებოდა, 2 წვეულება გამართეს.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დაარღვევს მინისტრთა კოდექსს, მოსალოდნელია, რომ ის გადაგდება პოსტიდან. აღსანიშნავია, რომ ჯონსონის კონსერვატიული პარტიის არაერთმა წევრმა უკვე დააფიქსირა აზრი, რომ ჯონსონი პრემიერმინისტრობიდან უნდა გადადგეს თუ დადასტურდება, რომ ის ამ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.


close დახურვა