logo
ENG



უკრაინის საგარეო: სახ.დეპის გადაწყვეტილება, კიევიდან თანამშრომლები გაიყვანოს, ნაადრევია

24 იან 202213:11
3 წუთის საკითხავი
clock 872
უკრაინის საგარეო: სახ.დეპის გადაწყვეტილება, კიევიდან თანამშრომლები გაიყვანოს, ნაადრევია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე წერს, რომ აშშ–ის სახ.დეპის გადაწყვეტილება, კიევში აშშ–ის საელჩოს თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანზე არის ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია.

"ჩვენ მივიღეთ ცნობა სახ.დეპის გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინიდან გაიყვანონ კიევში აშშ–ის საელჩოს თანამშრომლები. ჩვენ პატივს ვცემთ, უცხო ერების უფლებებს, რომ დარწმუნდნენ თავიანთი დიპოლომატიური მისიის უსაფრთხოებასა და დაცულობაში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯი არის ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია" – წერს ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ–ის საელჩოდან თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანის ბრძანება გასცა, პირველ რიგში ნაკლებად მნიშვნელოვან თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს გაიყვანენ. 

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, მათ თანამშრომლების გაყვანის გადაწყვეტილება სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

" 2022 წლის 23 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუშვა, რომ კიევიდან აშშ–ის საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ნებაყოფლობითად გამოემგზავრონ რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხის გამო" ,  – ნათქვამია სახ.დეპის განცხადებაში.

სახ.დეპის განცხადებით, აშშ–ის დანარჩენ მოქალაქეებს შეუძლიათ უკრაინა დატოვონ როგორც კერძო ფრენებით, ისე სხვა საშუალებებით.

სახ.დეპის ოფიციალური სამოგზაოურო რეკომენდაციების ჩამონათვალში უკრაინა საფრთხის მხრივ ყველაზე მაღალ, წითელ დონეზეა. წითელ ზონადაა გამოცხადებული რუსეთიც.

შეგახსენებთ, სახ.დეპის ამ გადაწყვეტილებამდე, cnn–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახ.დეპს თანამშრომლების გაყვანის თხოვნით კიევში აშშ–ის საელჩომ მიმართა.

ევროკავშირი უკრაინიდან დიპლიმატების ოჯახებს არ გაიყვანს. 


close დახურვა