logo
ENG



შსს-სთან აქციაზე, სადაც პოლიციელთა მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ, აქტივისტს სცემეს

25 იან 202218:18
3 წუთის საკითხავი
 
შსს-სთან აქციაზე, სადაც პოლიციელთა მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ, აქტივისტს სცემეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

შსს-სთან გამართულ აქციაზე, სადაც პოლიციელთა მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ, აქტივისტს სცემეს. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ დროას წევრს და აქტივისტს, შუშანა მაცაბერიძეს პოლიციელმა რამდენჯერმე ჩაარტყა მუცელში. 

ის კლინიკაში გადაიტყვანეს

"შუშანას ჯერ ტოვებენ კლინიკაში. მუცლის არეში ტკივილი აქვს დარტყმისგან მწვავე. როგორც კი დიაგნოზი იქნება, ცხადია, ვუჩივლებთ ‘გაუქმებულ’ ინსპექტორთან. არ მოგასვენებთ ცემის პროტესტზე ცემისთვის". - ამბობს ელენე ხოშტარია.

აქტივისტები შსს-სთან პოლიციელის მიერ შშმ მოზარდის ცემის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. 

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს ერთი პოლიციელი, მისი მეწყვილე კი ძალადობას უყურებს. ამ საქმეზე  25 იანვარს დილით სახელმწიფო ინსპექტორმა ორივე მათგანი დააკავა.


close დახურვა