logo
ENG



პროკურატურა: დავაკავეთ პოლიციელი, რომელმაც ზუგდიდის ქუჩაში მეგობარ ქალზე იძალადა

26 იან 202212:03
3 წუთის საკითხავი
clock 3146
2022/01/26/jo3in45x1h2mzg4.png

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში, ქუჩაში მეგობარ ქალზე იძალადა. უწყების ინფორმაციით, კაცმა ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ქალზე ძალადობის კადრები გუშინ, 25 იანვარს გავრცელდა. შემთხვევა ჩხოუშიის სანაპიროზე მოხდა. 


close დახურვა