logo
ENG



ჯონსონი პუტინთან სატელეფონო შეხვედრას და აღმოსავლეთ ევროპაში გამგზავრებას გეგმავს

29 იან 202219:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/29/yo5x932njhzk7o9.jpg
Financial Times

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მომდევნო კვირაში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო შეხვედრას გამართავს და ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში გაემგზავრება.

ბორის ჯონსონის პუტინთან სატელეფონო საუბარი და რეგიონში ვიზიტი დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთ–უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურად მოსაგვარებლად ჩართვის ფარგლებში შედგება.

ჯონსონის წარმომადგენლობის თქმით, პრემიერმინისტრი აპირებს პუტინს უთხრას, რომ რუსეთმა საჭიროა უკან დაიხიოს.

ჯონსონმა ასევე თქვა, რომ თუ რუსეთი შეჭრას განახორციელებს დიდი ბრიტანეთი NATO–ს წევრ ქვეყნებს სამხედროებით დაეხმარება.

მისივე თქმით, პუტინი უკრაინის მხრიდან "მრისხანე" წინააღმდეგობას წააწყდება. ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები, ასევე, უპასუხებენ აგრესიას მკაცრი ეკონომიკური სანქციებით.

 


close დახურვა