logo
ENG



არსებული ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

31 იან 202200:33
3 წუთის საკითხავი
clock 6379
2022/01/31/83t6jr7slvi6ewl.jpeg

არსებული ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაცია ფორმულას ადგილობრივმა მიაწოდა. ასევე, ინფორმაციას ადასტურებს იმერეთში ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით ქათამაძე.

კომპანია საქნახშირის წარმომადგენელმა ფორმულას უთხრა, რომ ადგილზე "ინციდენტი" მოხდა და დეტალების გარკვევას ამ წუთებში მათი შრომის უსაფრთხოების სამსახური ცდილობს. კომპანიაში ასევე ადასტურებენ, რომ რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


close დახურვა