logo
ENG



ტყიბულის შახტაში დაშავებული 1 ადამიანი გარდაიცვალა

31 იან 202200:56
3 წუთის საკითხავი
clock 5150
2022/01/31/jk1fujqknl57htm.jpeg

ტყიბულის შახტაში დაშავებული 1 ადამიანია გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას ტყიბულის კლინიკის გენერალურმა მენეჯერმა იური ელიაშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, სულ კლინიკაში 9 ადამიანი შეიყვანეს. როგორც ის ამბობს, ყველას მდგომარეობა მძიმეა, მათგან ერთის გადარჩენა კი ვერ მოხერხდა.

აფეთქება შახტაში დღეს მოხდა. კომპანია საქნახშირის წარმომადგენელმა ფორმულას უთხრა, რომ ადგილზე "ინციდენტი" მოხდა და დეტალების გარკვევას ამ წუთებში მათი შრომის უსაფრთხოების სამსახური ცდილობს. 

 


close დახურვა