logo
ENG



ტყიბულის შახტში აფეთქების შემდეგ ერთ-ერთ მეშახტეს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აქვს

31 იან 202209:56
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულის შახტში აფეთქების შედეგად დაშავებული 8 ადამიანი თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - აქვს სხეულის 60%-ის დამწვრობა.

"კლინიკაში არის 8 პაციენტი. მათგან ერთი, სხეულის 60%-იანი თერმული დამწვრობით მოთავსებულია რეანიმაციაში, 3 პაციენტი ემერჯენსის განყოფილებაშია, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. 4 ადამიანი მოთავსებულია დამწვრობის განყოფილებაში. 

რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტს აღენიშნება ზედა კიდურების, სახის, სხეულის ტორსის დამწვრობა. მისი მდგომარეობა სერიოზულად მძიმეა. დაწყებულია ანტიშოკური მკურნალობა". - თქვა კლინიკის წარმომადგენელმა. 

აფეთქება ტყიბულის მინდელის შახტში 30 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. 

დაშავდა 9 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი მათგანი მალევე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა