logo
ENG



ნაყოფიას თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა ფორმით გამოხატავს პროტესტს სააკაშვილი

31 იან 202215:45
3 წუთის საკითხავი
 
ნაყოფიას თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რა ფორმით გამოხატავს პროტესტს სააკაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მალე გახდება ცნობილი, რა ფორმით გამოხატავს პროტესტს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააჟღერა ჟურნალისტებთან, რაც რუსთავის ციხე დატოვა. 

"ულტიმატუმი არსად გამქრალა. სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს და მისი საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი, როდესაც რამეს იტყვის აუცილებლად ასრულებს, თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში, რასაც უახლოეს დღეებში მოგახსენებთ. რა ფორმით გამოხატავს ის პროტესტს უახლოეს დღეებში გაიგებთ. ამ თემაზე საუბარი გვქონდა, იქნება მისი გადაწყვეტილება და ამის შესახებ თქვენ გეცნობებათ, ალბათ ხვალ, ზეგ და ა.შ", - განაცხადა ნაყოფიამ. 

3 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა. თავდაპირველად ულტიმატუმის ვადად 6 იანვარი სახელდებოდა. 

6 იანვარს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.

ულტიმატუმის ვადა დღეს, 31 იანვარს იწურება.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თავად გაავრცელებს განცხადებას, თუ რა ფორმით მოხდება მისი მხრიდან პროტესტის გაგრძელება.


close დახურვა