logo
ENG



გიორგი სანაიას ყოფილი ცოლი: სახლი იყო არეული, რამე წაიღეს თუ არა ჯერ არ ვიცი

07 თებ 202220:10
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის ხათუნა ჩხაიძის სახლი გატეხეს. ინფორმაცია ამის შესახებ ჩხაიძეს მეზობლებმა მიაწოდეს, რომლებმაც სახლის კარი ღია დახვდათ, ხოლო კარში ლითონის გაურკვეველი საგანი იყო, რომლითაც სავარაუდოდ, კარი გახსნეს.

პირველადი დათვალიერებით ადგილიდან არაფერი დაკარგულა. როგორც ჩხაიძემ ფორმულას განუცხადა, მას ბინაში არეულობა დახვდა.

"შემატყობინეს, რომ ჩემი სახლის კარები იყო ღია. აღმოჩნდა რომ პოლიციელებიც უკვე მოსულები იყვნენ. გარედან გასაღების ადგილი იყო ჩაკეტილი. შიგნით, სახლში ნივთები იყო არეული. ზოგიერთი უჯრა იყო არეული, ზოგი კი ხელუხლებელი. რამე წაიღეს თუ არა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს დაკარგული სახლიდან. ვინ იყო შემოსული და რა მიზნით ჩემთვის უცნობია. ასეთი რამ არ მომხდარა, პირველი შემთხვევაა და ძალიან გაკვირვებული. მინდა ჩატარდეს გამოძიება და დაადგინონ ვინ იყო შემოსული. შეიძლება რამდენიმე პირიც იყო შემოსული", - განაცხადა ჩხაიძემ.

 


close დახურვა