logo
ENG



გიორგი სანაიას ყოფილი ცოლის სახლი გატეხეს, ადგილზე პოლიციაა

07 თებ 202219:39
3 წუთის საკითხავი
clock 5702
2022/02/07/7ijrakwhbhrqlbl.jpg

გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის ხათუნა ჩხაიძის სახლი გატეხეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

უცნობია თუ რას ეძებდნენ ჟურნალისტის ყოფილი ცოლის სახლში, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, წაღებული არაფერია. 

უფრო მეტი დეტალი ფორმულას 20:00-საათიან გამოშვებაში. 

აღსანიშნავია, რომ 27 იანვარს ვახო სანაიას ეთერში საქმის ოქროს მოწმემ რეზონანსული განცხადებები გააკეთა. კონსტანტინე ციხისთავმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა, მაშინდელმა შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიასვილმა დაგეგმეს და შეასრულეს. 


close დახურვა