logo
ENG



ქობულეთის მერიაში ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ

11 თებ 202212:17
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს მერიის შენობაში არ უშვებენ. 

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, მათ ქალაქში არსებულ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან კონკრეტული კითხვების დასმა სურთ, თუმცა პოლიცია ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

შენობის შესასვლელში მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული კორდონი. 

"თუ ვინმე არის საქართველოში ისეთი ფენომენი, ვინც ამ მოვლენას ახსნის, მაშინ მეც გავიგებ, მაგრამ ვერ ვხვდები რასთან გვაქვს საქმე. თანამშრომლები მოვდივართ კონკრეტული შეკითხვების დასასმელად საკრებულოს თავმჯდომარესთან და მუნიციპალიტეტის მერთან და ეს არის ფორმა, რომლითაც ურთიერთობენ ადგილობრივი ჩინოვნიკები ოპოზიციასთან. სამარცხვინო მიდგომაა ეს", - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი ბონდო თედორაძე.

მსგავსი შემთხვევა იყო ორი დღის წინ, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს მერთან აუდიტის დასკვნის შესახებ კითხვების დასმა სურდათ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა.


close დახურვა