logo
ENG



ნისლის გამო ბათუმი-სტამბოლის რეისი დაჯდომას ვერ ახერხებს

20 თებ 202217:50
3 წუთის საკითხავი
clock 5342
2022/02/20/64rwnt5v3yhr0hw.png

ნისლის გამო ბათუმი-სტამბოლის რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომას ვერ ახერხებს.

როგორც რადარზე ჩანს, Turkish Airlines-ის თვითმფრინავი ქალაქის თავზე საათზე მეტია, დაფრინავს. ის აეროპორტში 16:45 საათზე უნდა დამჯდარიყო.

ფორმულა ტავ ჯორჯიას დაუკავშირდა, სადაც დაუდასტურეს, რომ თვითმფრიანვი დაჯდომას ნისლის გამო ვერ ახერხებს. მათი თქმით, გაბრუნდება თუ არა Turkish Airlines-ის ბორტი უკან, ამაზე გადაწყვეტილებას პილოტი მიიღებს.

განახლება: თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში დაჯდა


close დახურვა