ლიეტუვური ავიაკომპანია Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რეისები ვილნიუსსა ბათუმს შორის 1-ლი აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება.
ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 25 ივლისს მიენიჭა.