logo
ENG



კაბალში ყოფილი რწმუნებულის და ბიზნესმენის ჯემალ ნიაზოვის სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს

23 თებ 202212:53
3 წუთის საკითხავი
clock 1836

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ყოფილი რწმუნებულის და ადგილობრივი ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია სახლის კედლები და ფანჯრები.

ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ ისროლა ხელყუმბარა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნიაზოვი პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

ჯემალ ნიაზოვი ჯერ ნაციონალური მოძრაობის, შემდეგ კი ქართული ოცნების მმართველობის დროს კაბალის გამგებელი იყო. ამჟამად ნიაზოვი საჯარო სამსახურში არ მუშაობს. მას საკუთარი ბიზნესი აქვს. მისი შვილი, ამილ ნიაზოვი სოფლის დეპუტატი იყო ლაგოდეხის წინა მოწვევის საკრებულოში.

2021 წლის 4 ოქტომბერს ამავე სოფელში მცხოვრები ბიზნესმენის, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარის აფეთქების შემდეგ, მამედოვის ნათესავები მომხდარს წილების გამო დაწყებულ უთანხმოებას უკავშირებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ თავდასხმის უკან შესაძლოა ჯემალ ნიაზოვი და მისი ოჯახი მდგარიყო. 


close დახურვა