logo
ENG



დეგნანი: ახლა, როგორც არასდროს, აშშ დადგება ქართველი ხალხის გვერდით

23 თებ 202218:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/23/xhve3v0fxq7e3a0.png

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ვაშინგტონში შეხვედრებს ასრულებს. 

დეგნანი თბილისში კვირის ბოლოს დაბრუნდება, მანამდე კი ელჩმა აშშ-ის დედაქალაქიდან ქართველ ხალხს მიმართა. 

მისი განცხადებით, აშშ კიდევ ერთხელ, მტკიცედ და მკაფიოდ ადასტურებს საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ერთგულებას. 

"პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის მდივანი და სხვები სრულად ორიენტირებულები არიან პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზების ძიებაზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად. 

ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მზად უნდა ვიყოთ უარესისთვის. ორმხრივად და მრავალმხრივად, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩართულები ვართ უწყვეტ დიპლომატიაში, რათა გავაუმჯობესოთ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება. ეს გულისხმობს, მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან მუშაობას და ინფორმაციის გაცვლას მრავალი სხვადასხვა არხით, რასაც გავაგრძელებ, როცა თბილისში დავბრუნდები. 

ქართველებმა, როგორც უკრაინელებმა, აირჩიეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერაა, დაფუძნებული ჩვენს საერთო ღირებულებებზე, თავისუფლების სიყვარულზე.

ვაშინგტონში ჩემს შეხვედრებზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება მტკიცედ და მკაფიოდ წარმოჩინდა. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და იმსახურებენ - სტაბილური, უსაფრთხო, აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტერგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში". - აცხადებს კელი დეგნანი


close დახურვა