რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრი ქვეყნები გახდებიან, რუსეთს ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
"შვედეთისა და ფინეთის მიღება NATO-ში, რომელიც თუ ხვდებით სამხედრო ალიანსია, გამოიწვევს სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებს, რაც ჩვენი ქვეყნისგან მოითხოვს, რომ გადავდგათ საპასუხო ნაბიჯები" - თქვა მარია ზახაროვამ.
მანამ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხზე სასაუბროდ შვედეთი და ფინეთი NATO-ს ონლაინ სამიტზე მიიწვია, რომლის შემდეგ ფინეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ფინეთი მზად იქნება შეუერთდეს ალიანსს, თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი დადგება.
LIVE: Russian Foreign Ministry Spokesperson Maria Zakharova holds a briefing as Russia invades Ukraine https://t.co/UBY8pCmJTs
