logo
ENG



რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაშავდა რვა ადამიანი

08 თებ 202612:31
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/08/lqqv8jfy710zoyo.png

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის კორბელნის რაიონს დაარტყეს, რის შედეგადაც რვა ქალი დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაბომბვა დაახლოებით 23:10 საათზე მოხდა - რუსულმა ძალებმა ქალაქის კორბელნის რაიონი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან (РСЗО) დაბომბეს.

ორი დაზარალებული - 86 და 44 წლის ქალები - საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის მდგომარეობით გადაიყვანეს. კიდევ ერთ 76 წლის ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს; მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

შემდგომ განახლებულ ინფორმაციაში ირკვევა, რომ დილით კიდევ ხუთ ქალს დაუდგინდა კონტუზიები და დახურული ქალა-ტვინის ტრავმები, დამწვრობები და თავის არეში დაზიანებები. დაშავებულთა ასაკი 76, 84, 75, 68 და 70 წელია. მათგან ორი კვლავ საავადმყოფოში რჩება.


close დახურვა