
კომპანია სილქნეტი ფორმულასთან ადასტურებს, რომ ორი რუსული არხი გათიშულია, თუმცა მიზეზს ვერ ამბობენ. საუბარია პროპაგანდისტულ არხებზე - ORT-სა და RTR-ზე.
Facebook-ზე რამდენიმე მოქალაქემ დაწერა, რომ ეს ორი არხი მათთან გათიშულია. კომპანია სილქნეტი დეტალებზე კომენტარს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.
28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი კრძალავს ორ რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზიას - Russia Today-სა და სპუტნიკს.