logo
ENG



"ქვეყნის მოღალატეებო" - ამბროლაურში მოსახლეობამ ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა

28 თებ 202220:08
3 წუთის საკითხავი
clock 9784
2022/02/28/vi0k2ekwk4hbd1u.png

ამბროლაურში მოსახლეობამ პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ოფისის გახსნა გააპროტესტა.

ისინი მოძალადეების ოფისთან შეიკრიბნენ, თან ჰქონდათ პლაკატები და ევროკავშირის დროშა. მათ ალტ-ინფოს წევრებს ქვეყნისა და ერის მოღალატეები უწოდეს.

"თქვენ ხართ არამზადები, სამშობლოს და ერის მოღალატეები", - მიმართა პოეტმა გურამ გორდეზიანმა ალტ-ინფოს წევრებს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ძალადობრივი ალტ-ინფო ქვეყნის მასშტაბით ოფისებს ხსნის.


close დახურვა