logo
ENG



EU-ს ქვეყნების ნაწილი: უკრაინა ევროკავშირში დაუყოვნებლივ უნდა გაწევრიანდეს

01 მარ 202202:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/obfszr2s3ofklsn.jpeg

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ისინი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანაბას მტკიცედ მხარს უჭერენ. 

საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. 

"ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები მტკიცედ მხარს ვუჭერთ, უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივ გავრცელებას. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს პოლიტიკური მხარდაჭერა დააფიქსირონ და დაუყოვნებლივ მიანიჭონ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების პროცესი დაიწყონ. ამ კრიტიკულ დროს ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინას სოლიდარობას", - ნათქვამია წევრი ქვეყნების წერილში. 

საკითხის განხილვა 1-ელ მარტს, ევროპარლამენტში უნდა მოხდეს. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა