უცხოური მედიისთვის გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე ბრიტანელმა ჟურნალისტმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ომში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შესახებ ჰკითხა.
პასუხად ლავროვმა თქვა, რომ მსხვერპლი ყველა სამხედრო მოქმედებას თან ახლავს.
ჟურნალისტი: ბატონო მინისტრო, მინდა გკითხოთ ბავშვზე, რომელიც რუს სამხედროებს ემსხვერპლა. თქვენც გყავთ შვილები. შემომხედეთ თვალებში და მითხარით, როგორ გძინავთ ღამით, როცა იცით, რომ რუსული ბომბებით და ტყვიებით ბავშვები კვდებიან. პოლინას სისხლით ხელები თქვენ გაქვთ დასვრილი.
ლავროვი: ვერაფერს ვიტყვი სხვას გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია. ყველა სამხედრო მოქმედებას თან ახლავს მსხვერპლი. ჩვენს სამხედროებს მკაცრად აქვთ ნაბრძანები, რომ მხოლოდ მაღალი სიზუსტის იარაღი გამოიყენონ სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.
ყაზარმებიც კი, სადაც უკრაინელი სამხედროები არიან, თავდასხმას არ ექვემდებარებიან.
მე მხოლოდ სამძიმარი შეიძლება გამოვხატო".
