logo
ENG



რუსეთში Facebook-ი შეფერხებით მუშაობს

04 მარ 202203:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/6vzm9p87smcyq27.jpg

რუსეთში Facebook-ი შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ აპლიკაციით საერთოდ ვერ სარგებლობენ, ნაწილი კი ამბობს, რომ Facebook-ი ხარვეზით მუშაობს და ისინი ვერ ხსნიან მესიჯებს, ფოტო და ვიდეო მასალებს.  

გარდა ამისა, რუსეთის ტერიტორიაზე რადიო თავისუფლების, BBC-ს რუსული ბიუროს და Deutsche Welle-ს საიტები გაითიშა. კრიტიკული მედია Meduza io იტყობინება, რომ მომხმარებლებს მათ ვებ-გვერდზეც უჭირთ შესვლა. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 


close დახურვა